ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამედიცინო ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს „სკრაპი“ გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ახალი ეკომეგობრული საწარმო სახიფათო სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამედიცინო ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს „სკრაპი“ გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ახალი ეკომეგობრული საწარმო სახიფათო სა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამედიცინო ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს „სკრაპი“ გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ახალი ეკომეგობრული საწარმო სახიფათო სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების დაწვის გარეშე უსაფრთხო გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში სამედიცინო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ნარჩენების მართვა სპეციფიკური და კომპლექსური პროცესია, რომელიც სისტემურ მიდგომას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. სამინისტრო ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახიფათო ნარჩენების მართვისთვის საჭირო ობიექტების შექმნის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის ისეთ სისტემაზე, სადაც ნარჩენი განიხილება რესურსად, რომლის შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და უსაფრთხო მართვა მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ნაწილია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივები და ინვესტიციები, რასაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ინერგება ECOSTERYL-ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების უსაფრთხო გაუვნებელყოფისა და შემდგომი მართვისთვის გამოიყენება. პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

ECOSTERYL-ის ტექნოლოგია ნარჩენების დამუშავებას ინსინერაციის გარეშე, მიკროტალღური ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფს. სისტემა სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობს და პროცესის შედეგად მიიღება მშრალი, სტერილური და უსაფრთხო მასალა, რაც ამცირებს ტოქსიკური გამონაბოლქვის წარმოქმნის რისკებს და ხელს უწყობს ნარჩენების შემდგომი მართვის უსაფრთხოებას.

ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს