ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ სექტორებს. ამის მიხედვით დაიგეგმება სავაჭრო მისიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ქართველი მწარმოებლების სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას. ერთობლივი ჯგუფი ასევე დაგეგმავს ჩინეთიდან სავაჭრო მისიების ვიზიტებს საქართველოში და ადგილზე საწარმოების გაცნობას.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე შუა დერეფნის კონტექსტში.

ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მომავალი წლის პირველ ნახევარში საქართველო - ჩინეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომის ჩასატარებლად ჩინეთში მიიწვია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2026 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა 44%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი - 185%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, ჩინეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3, ხოლო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-2 ადგილი უკავია, რაც ბოლო პერიოდში ჩინეთში ქართული ექსპორტის სწრაფი ზრდით არის განპირობებული. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქმიანობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა სექტორები.

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს