ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 5

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა. შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროში ეფექტიანი კოორდინაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა. შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროში ეფექტიანი კოორდინაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნი…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა.

შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროში ეფექტიანი კოორდინაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რომელიც სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებების შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს გააერთიანებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიაში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა, რომ 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. საქართველოს მიზანი საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგებაა. აქცენტი გაკეთდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებაზე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების გაფართოების პერსპექტივები. მათ შორის, საუბარი შეეხო თბილისი-პეკინისა და თბილისი-კუანგჭოუს პირდაპირი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებს. პირდაპირი საჰაერო კავშირების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა პეკინში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ ინიციატივას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის, საიმედოობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს