ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 6.3 პროცენტამდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 6.3 პროცენტამდე გაზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზ…

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა.

ამასთან, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა. ADB-მა ასევე გაზარდა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4.9%-დან 5.2%-მდე. პროგნოზის გადახედვა გლობალურ ბაზრებზე ენერგორესურსების გაძვირებამ განაპირობა, რამაც ქვეყანაში ინფლაციური ზეწოლა გააძლიერა.

„საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების სექტორის, მოხმარებისა და ექსპორტის ძლიერმა ზრდამ. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო და რეგიონული გავლენები შეზღუდული რჩება, 2026 წლის ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაიზარდა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი უცვლელად 5.2%-ზე დარჩა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს