ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 6

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მუმბაიში გამართულ Global Fintech Fest 2026 (GFF)-ში მიიღო მონაწილეობა. Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მუმბაიში გამართულ Global Fintech Fest 2026 (GFF)-ში მიიღო მონაწილეობა. Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც…

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მუმბაიში გამართულ Global Fintech Fest 2026 (GFF)-ში მიიღო მონაწილეობა.

Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გალდავამ მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „Building Trust in Cross-Border Payments“ (ტრანსსასაზღვრო გადახდებში ნდობის გაძლიერება). საუბარი შეეხო უსაფრთხო, სანდო და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებას, მათ შორის, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობას, გადახდების სისწრაფისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ასევე, სხვადასხვა იურისდიქციის საგადახდო ინფრასტრუქტურებს შორის კავშირების გაძლიერებას.

ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე RTGS სისტემის დანერგვაზე, ISO 20022 სტანდარტზე გადასვლაზე, მყისიერი გადახდების სისტემის განვითარებასა და საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სისტემებთან სამომავლო დაკავშირებისა და ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობებზე.

Global Fintech Fest-ში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია ჭყონია.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI), NPCI International Payments Limited-ის (NIPL) და ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი ფინტექ კომპანიის - PhonePe-ის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განიხილეს საგადახდო სისტემების განვითარების აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, მათ შორის, მყისიერი და ტრანსსასაზღვრო გადახდების, თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური საგადახდო სერვისების განვითარების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს