ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე განიხილეს ელექტრომობილების საქართველოში წარმოების შემთხვევაში მათი ექსპორტის პოტენციალი, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ორმხრივი სამუშაო პროცესის წარმართვის მიზნით სამუშაო ჯგუფს გამოგზავნის.

ხაზი გაესვა იმ წარმატებას, რომელიც ჩინურ ავტომწარმოებელს აქვს როგორც ჩინეთის, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თავის მხრივ, BAIC International - ის მხარემ დეტალურად ისაუბრა კომპანიის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე, საერთაშორისო ბაზრებზე მათი საქმიანობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობაზე.

BAIC International - ის სათავო ოფისში მინისტრსა და დელეგაციის წევრებს კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები BAIC International - ის თავმჯდომარემ წარუდგინა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს