ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 5

გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება

გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციები, სამუშაო პროცესში შესაძლო გამოწვევები, ოპერატიული რეაგი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციები, სამუშაო პროცესში შესაძლო გამოწვევები, ოპერატიული რეაგი…

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციები, სამუშაო პროცესში შესაძლო გამოწვევები, ოპერატიული რეაგირების მექანიზმები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

„კომპანიაში გატარებული რეფორმების ფარგლებში, ახლად ჩამოყალიბებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინსპექტირების სამსახურის მთავარი ამოცანა მხოლოდ უკანონო წყალმოხმარების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამსახური მომხმარებელსა და კომპანიას შორის ეფექტიან დამაკავშირებელ რგოლად ჩამოყალიბდეს და წყალმომხმარებლების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება უზრუნველყოს.

წყალმომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის ან საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე - 1501. მიღებულ ინფორმაციაზე ინსპექტირების სამსახური ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას, რაც პრობლემების დროულად გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

„საქართველოს მელიორაციის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საირიგაციო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვაა. ამ მიმართულებით ინსპექტირების სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია როგორც დარღვევების პრევენციისა და გამოვლენისთვის, ისე წყალმომხმარებელთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს