ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 13

ეროვნული ბანკი – 2026 წლის აგვისტოში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 566 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 270 მილიონი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკი – 2026 წლის აგვისტოში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 566 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 270 მილიონი ლარით გაიზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია წ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია წ…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.83% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 565.93 მლნ ლარით, ანუ 1.28%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.41 მლნ ლარით, ანუ 0.87%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის აგვისტოს ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.20 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.26%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 21.57 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იგივე მაჩვენებელს 1.29%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 518.80 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 41.15 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.80% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს