ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 17

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. გამოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. გამოს…

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოსვლისას, მან ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც უკავშირდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის დასრულებას, საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის, ასევე, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების დღის წესრიგს.

„წლევანდელი დიალოგის თემა „ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია,“ კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა, თუ ენერგოსისტემებით. კლიენტებისთვის მომსახურების გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით მასშტაბების გაზრდას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არსებული საჭიროებების ფონზე, რათა შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს რეგიონებს და უზრუნველყოფს ღირებულებათა ჯაჭვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 9.3%-ზე მეტით გაიზარდა. ამასთან, ქვეყანამ უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა ყველა ფისკალური პარამეტრი, ხოლო კაპიტალური ხარჯები - მაღალ ნიშნულზე.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ბანკის როლის გააქტიურებაზე.

მან მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გუნდს ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, ხოლო AIIB-ის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს