ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 16

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ჩვენი რეგიონი მსოფლიოსთან კიდევ უფრო დააახლოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ჩვენი რეგიონი მსოფლიოსთან კიდევ უფრო დააახლოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისა და Wizz Air-ის ბაზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, აეროპორტის როლზე ქუთაისისა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისა და Wizz Air-ის ბაზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, აეროპორტის როლზე ქუთაისისა და…

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისა და Wizz Air-ის ბაზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, აეროპორტის როლზე ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის განვითარებაში ისაუბრა.

მისი თქმით, აეროპორტის განვითარება მხოლოდ ავიაციის განვითარებას არ გულისხმობს და ის ქუთაისისა და მთლიანად იმერეთის განვითარების ნაწილია.

„აეროპორტი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, ეს ადამიანების დამაკავშირებელი სივრცეა, რადგან თითოეული მგზავრი ერთი კონკრეტული ისტორიაა. სწორედ ამიტომ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება მხოლოდ ავიაციის განვითარება არ არის. ეს არის ქუთაისისა და იმერეთის განვითარების ნაწილიც“, - აღნიშნა მოსეშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო მგზავრის მოგზაურობა აეროპორტში არ სრულდება და ის ქუთაისში, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სასტუმროებში, რესტორნებსა და ტურისტულ ობიექტებში გადაადგილდება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს მხოლოდ მგზავრების მიღებისა და გაცილების ადგილი აღარ არის. ის რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს