ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 16

ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის არსებობს

ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის არსებობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ ა…

მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის არსებობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

მისი თქმით, დერეფნის ეფექტიანობის გაზრდა პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინვესტიციებს.

„ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საქართველო ახორციელებს და ის განცხადებული პოლიტიკა, რომ 2032 წლამდე საქართველოს ხელისუფლება 7 მილიარდ დოლარს დახარჯავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებაში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის როლი, რომელიც არის ევროპის კარიბჭე ე.წ. შუა დერეფნის ვაჭრობისთვის. რამდენადაც სწორედ ანაკლიის ნავსადგური იქნება ის წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის და გამჭვირვალე დერეფნის სიმბოლო, რომელსაც საქართველო აშენებს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად რეგიონული ვაჭრობის და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფისათვის“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს