ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 11

მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას

მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერე…

მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ანაკლიის პორტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და ხაზგასმულია landlord-ის მოდელის უპირატესობები.

,,საქართველოს მთავრობა ავითარებს ფოთის ჩრდილოეთით მდებარე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის ოპერირების დაწყება 2029 წელს არის მოსალოდნელი. პორტს ექნება განვითარებისათვის საკმარისი სივრცე, რაც დროთა განმავლობაში მის გაფართოებას შესაძლებელს გახდის. იგი შეძლებს შავი ზღვის მიმართულებით მოსალოდნელი ყველაზე დიდი ზომის გემების მომსახურებას და მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირებით იქნება დაკავშირებული მის უკანა ზონასთან.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი ვითარდება „Landlord“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის სექტორის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და საქართველოს საერთო ტვირთების საზღვაო პორტებში აქამდე პრეცედენტი არ ჰქონია.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პირობებში, უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების განვითარებას და დროთა განმავლობაში ანაკლიის პორტში ერთზე მეტი ტერმინალისა და ერთზე მეტი ტერმინალის ოპერატორის საქმიანობის შესაძლებლობას შექმნის.

შედეგად, შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ პორტებს შორის კონკურენციის განვითარება ფოთისა და ბათუმის პორტებთან მიმართებით, არამედ პორტის შიგნით კონკურენციის ჩამოყალიბებაც თავად ანაკლიის პორტში”, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს