ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 11

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს - 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს - 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს. ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს. ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევებ…

საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს. ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა.

ეკონომიკური აქტივობის მატებას ნათლად ასახავს ბიზნეს სექტორის მონაცემებიც. კერძოდ, აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,261 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს 35.1%-ით აღემატება.

2026 წლის აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ჯანდაცვა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ხელოვნება, გართობა და დასვენება; ვაჭრობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.

მთლიანობაში, 2026 წელს ეკონომიკურ ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა და 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 63.5%-ს გაუტოლდა და 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს