ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 12

გენადი არველაძე: შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად

გენადი არველაძე: შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალუ…

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველო, სტრატეგიული მდებარეობით და მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის მზარდ დინამიკასა და მის როლზე ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ზრდაში. გენადი არველაძის თქმით, 2019-დან 2025 წლამდე პერიოდში ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე მოდიოდა მშპ-ის 6%-ზე მეტი, ხოლო საშუალო წლიური ზრდა 15,9%-ს შეადგენდა.

„ამ დინამიკაზე დაყრდნობით, 2032 წლისთვის მთავრობა გეგმავს 7 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებას ისეთი მსხვილი სატრანსპორტო პროექტებისთვის, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, საგზაო ქსელის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ამ ინვესტიციების მნიშვნელობა ზრდის შუა დერეფნის საერთო გამტარუნარიანობასა და შესაძლებლობებს“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა CAREC-ის სხვა ინიციატივებზე, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სატრანზიტო პროცედურების ჰარმონიზაციასა და დიგიტალიზაციაში, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებაში, გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის (CARTIF) შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულება საშუალებას მისცემს CARTIF-ის შეთანხმებას, მოიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი რეგიონული ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის როლზე და აღნიშნა, რომ მას ინოვაციების, პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სულ უფრო მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად განიხილავს.

გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს