ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 11

როლანდ პრაისი: რეფორმები, ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც შუა დერეფნის უფრო ინტეგრირებულ სისტემად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, საბოლოოდ, საქართველოსთვის მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს

როლანდ პრაისი: რეფორმები, ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც შუა დერეფნის უფრო ინტეგრირებულ სისტემად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, საბოლოოდ, საქართველოსთვის მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის როლანდ პრაისის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეგიონული ანგარიში მიმოიხილავს, როგორ შეიძლება, შუა დერეფნის გავლით მსოფლიო დონის სავაჭრო და ლოგისტიკური მარშრუტის ჩამოყალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის როლანდ პრაისის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეგიონული ანგარიში მიმოიხილავს, როგორ შეიძლება, შუა დერეფნის გავლით მსოფლიო დონის სავაჭრო და ლოგისტიკური მარშრუტის ჩამოყალ…

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის როლანდ პრაისის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეგიონული ანგარიში მიმოიხილავს, როგორ შეიძლება, შუა დერეფნის გავლით მსოფლიო დონის სავაჭრო და ლოგისტიკური მარშრუტის ჩამოყალიბება.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარება სავაჭრო ნაკადების მოცულობის ოთხჯერ გაზრდას გამოიწვევს, ხოლო დერეფნის გავლით ტვირთების გადაადგილებისთვის საჭირო დრო 66 პროცენტით შემცირდება. ამასთან, შუა დერეფნის განვითარებამ შესაძლოა, 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას, ხოლო მშპ, საშუალოდ, 3.3 პროცენტით გაიზარდოს.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მოდელირების მიხედვით, 2040 წლისთვის ქვეყნის მშპ შესაძლოა, 3.6 პროცენტით გაიზარდოს. ასევე, მოსალოდნელია დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა და სავაჭრო ნაკადების, მათ შორის გაზრდილი ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების მატება. ვფიქრობ, ეს საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველა ამ სარგებლის მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა ინვესტიციები. ამ მიმართულებით მთავრობა უკვე აქტიურად მუშაობს. თქვენ მოისმენდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გეგმებს ანაკლიის პორტის განვითარებასა და ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია ასევე მუშაობა თავად დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. საუბარია დოკუმენტაციის, საბაჟო პროცედურების, სისტემებისა და ოპერაციების ერთმანეთთან ინტეგრაციაზე. დერეფანი ერთიან, შეუფერხებელ მარშრუტად უნდა აღიქმებოდეს, რათა კონკურენტუნარიანი იყოს.

ეს რეფორმები და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც დერეფნის უფრო ინტეგრირებულ სისტემად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, გაზრდის ამ მიმართულებით ვაჭრობისა და ტვირთების გადაადგილებას და, საბოლოოდ, საქართველოსთვის მეტი შემოსავლის მოტანას უზრუნველყოფს“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს