ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 17

ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ შანხაიში გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ შანხაიში გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ჩინური მარკეტინგულ კომპანიის „Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology Co” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ქალაქ შანხაიში გაიმართა. ღვინის ეროვნულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ჩინური მარკეტინგულ კომპანიის „Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology Co” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ქალაქ შანხაიში გაიმართა. ღვინის ეროვნულ…

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ჩინური მარკეტინგულ კომპანიის „Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology Co” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ქალაქ შანხაიში გაიმართა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო.

ქართული ღვინის წარდგენას ადგილობრივი მედიისა და ღვინის ინდუსტრიის 30-მდე წარმომადგენელი დაესწრო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული მეღვინეობის უძველეს ისტორიას, უნიკალურ ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას.

შანხაი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და აზიის მასშტაბით, ახალი სავაჭრო კავშირების დასამყარებლად უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა.

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 2,2 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს