ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 4

მაია ომიაძე: პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები

მაია ომიაძე: პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდ…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე, უწყებისსაქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშის წარდგენისას მაია ომიაძემ დეტალურად ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გააკეთა - საერთაშორისო სამიზნე ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებზე, ქვეყნის ცნობადობის ამაღლების სტრატეგიასა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით რეგიონებში დაგეგმილ ინიციატივებზე.

ამასთან, პარლამენტის კომიტეტების წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ 2025 წლისა და 2026 წლის ორიკვარტლის ტურისტული მაჩვენებლების, საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდი დინამიკის შესახებ.

„კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეტალურად წარვადგინეთ 2025 წლის სრული წლის შედეგები და 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემები. განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში. პარლამენტარებს ასევე ის მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები გავაცანით, რომლებსაც ტურიზმისეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორის სამომავლო განვითარების გეგმებს”, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს