ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

ვახტანგ ცინცაძე: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 7%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე

ვახტანგ ცინცაძე: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 7%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2,6-ჯერ აღ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2,6-ჯერ აღ…

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2,6-ჯერ აღემატება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება გარდა საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციებისა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე.

„ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ზრდის მიმართულებით გადახედილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. აზიის განვითარების ბანკი თავის გამოცემაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეკონომიკამ მოლოდინებს გადააჭარბა და რეალურად აღნიშნული იმ რეფორმების შედეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის, უნდა აღინიშნოს რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში, რომლებმაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგი მოიტანა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მსოფლიო ბანკის მიერ ზრდის მიმართულებით განახლებულ პროგნოზზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აქტიურ ფაზაშია გადასული და რაც, მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.

„საქართველოს მთავრობას გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ და საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაზე“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს