ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

პრემიერი: საქართველო, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება

პრემიერი: საქართველო, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვი…

ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტს და ყველა იმ პარტნიორს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზება.

მინდა მოგილოცოთ საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე და მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ყოველდღიურად, პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურება სახელმწიფოს.

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.

სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია იუსტიციის სახლების მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გამორჩეულ მაგალითად ჩამოყალიბდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისზე აქვთ წვდომა.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის დანერგვაც, რომელიც უკვე 63 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. შედეგად, მოქალაქეებსა და ბიზნესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისებზე წვდომა როგორც დისტანციურად, ისე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის საფუძველზე აქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს