ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

თამთა სოფრომაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია

თამთა სოფრომაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დ…

"ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ARA metric-ის მიხედვით, საქართველოს რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 128.7%-ს შეადგენს, რაც 100%-იან ზღვარს აღემატება.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის მიხედვით, რეზერვების არსებული მოცულობა აღემატება 100%-იან ზღვარს და დაახლოებით 129%-ს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია და შესაბამისად ეროვნული ბანკი ყოველთვის არის კონცენტრირებული იმაზე, რომ საერთაშორისო რეზერვები დააგროვოს და ასევე ეფექტიანად მართოს სარეზერვო აქტივები", - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვების მოცულობა 50.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 26.5 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.

საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს