ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

თამარ იოსელიანი: შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია

თამარ იოსელიანი: შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თ…

შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, „მსოფლიო ბანკი“ ეკონომიკის დაახლოებით 3.3%-იან ზრდას ელოდება, თუმცა საქართველოს კონტექსტში ეს დაახლოებით 3.6%-ია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნა „მსოფლიო ბანკმა“, რომელიც ამბობს, რომ 2040 წლამდე „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა გაიზრდება ოთხჯერ, შესაბამისად, გადაზიდვის დრო შემცირდება 2/3-ით. ასევე გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი დერეფნის მონაწილე ქვეყნებში. დაახლოებით, 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „მსოფლიო ბანკი“ ეკონომიკის დაახლოებით 3.3%-იან ზრდას ელოდება, თუმცა საქართველოს კონტექსტში ეს დაახლოებით 3.6%-ია. შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.

9 თვის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 13%-იანი მატება გვაქვს და უკვე გადავზიდეთ 11 მილიონი ტონა ტვირთი. ნავსადგურებშიც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები, 24%-იანი მატება გვაქვს. კონტეინერების მიმართულებით, დაახლოებით 10%-იანი მატება გვაქვს. როდესაც ხაზს ვუსვამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არის რეკორდული მაჩვენებელი.

ჩვენი ნავსადგურები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ დღეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში გეგმა-გრაფიკით მივდივართ. 2029 წელს ნავსადგური შევა სრულ ექსპლუატაციაში და მიიღებს ღრმაწყლოვან გემებს, რომლის მიღებასაც საქართველო დღეს მოკლებულია“, - აღნიშნა იოსელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს