ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 6

თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია

თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარ…

„თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზაში დაწყბეულ ისტორიული განახლების პროცესზე ისაუბრა, მისი თქმით, ძალიან მასშტაბური რეფორმები სამი მიმართულებით ხორციელდება.

„ეს არის ინფრასტრუქტურა, განახლებული შემადგენლობები, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შესაბამისად, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა ანაკლიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას და აღნიშნა, რომ ის ანაკლიას დააკავშირებს, შესაბამისად, სატრანსპორტო ქსელთან. მისი თქმით, ასევე, უმნიშვნელოვანესია იმ პროცესების ოპტიმიზაცია, რომელიც საქართველოს რკინიგზაში უკვე 1 წელია მიმდინარეობს.

„ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, წმინდა მოგება, ფაქტიურად, გაორმაგდა და საოპერაციო მარჟა 11 პუნქტით გაიზარდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ საქართველოს რკინიგზაში რკინიგზელების, იმ ადამიანების ხელფასი გავზარდოთ 2027 წლის 1 იანვრიდან, რომლებიც უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს