ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 13

თამარ იოსელიანი: გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს

თამარ იოსელიანი: გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ზრდამ 7,6% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა Business Insider Geor…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ზრდამ 7,6% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა Business Insider Geor…

საქართველოს ეკონომიკა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ზრდამ 7,6% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარე მაჩვენებლებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებიც ამყარებს და მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-ული პუნქტით, 5-დან 7%-მდე გაიზარდა.

„ამ მიმართულებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სექტორის ზრდამ დაახლოებით 19% შეადგინა და ზოგადად მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს 6%-იანი წილი უკავია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება და ზოგადად მსგავსი ტიპის ტენდენციის შენარჩუნება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია.

ჩვენი მიდგომა სატრანსპორტო სექტორის მიმართ არის იმ კუთხით, რომ ჩვენ ვავითარებთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე ვავითარებთ შესაბამის სერვისებს. გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში 16 უმნიშვნელოვანესი პროექტია გამოყოფილი, რომელთაგან 12 უკვე დაწყებულია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2040 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა დაახლოებით ოთხჯერ გაიზრდება, ხოლო ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის დრო დაახლოებით 2/3-ით შემცირდება.

„ჩვენი პოლიტიკაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან და შუა დერეფნის მასპინძელ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციაშია. ის საინვესტიციო პროგრამა რასაც ვახორციელებთ, ყველა სატრანსპორტო სექტორის მიმართულებით არის თანხვედრაში იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის გამოწვევებად არ დავრჩეთ და ამისთვის ვითარდება, როგორც საქართველოს რკინიგზა, ასევე საქართველოს აეროპორტები, სადაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს. ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობით გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ვავითარებთ ტერმინალების ინფრასტრუქტურას საზღვაო ნავსადგურებშიც. ამასთანავე, ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს