ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 6

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმოიხილეს მხარეთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმოიხილეს მხარეთა…

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმოიხილეს მხარეთა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები.

„საუბარი შეეხო ენერგეტიკის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის და წყლის სექტორის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

ხაზი გაესვა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმართება“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს