ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 6

დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს, „Coldiretti” და „Filiera Italia” ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს, „Coldiretti” და „Filiera Italia” ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს, „Coldiretti” და „Filiera Italia” ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციაზე, წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებასა და კერძო სექტორებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების გაძლიერებაზე.

„საქართველო იტალიასა და იტალიურ აგრობიზნესს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იტალიის გამოცდილება მწარმოებლების, გადამმუშავებლებისა და ბაზრების დაკავშირების მიმართულებით. გვინდა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა გადამუშავების, ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით და ხელი შევუწყოთ პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებას ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-იტალიის აგროსასურსათო ბიზნესთანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმის შექმნის ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას, პოტენციური პარტნიორი კომპანიების გამოვლენასა და კონკრეტული ბიზნესპროექტების განხორციელების ხელშეწყობას. ასევე განიხილეს ბიზნესინფორმაციის გაცვლისა და იტალიური კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზების საკითხები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის კავშირების გაღრმავებასა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი. იტალიური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლუიჯი სკორდამალია - Filiera Italia-ს გენერალური დირექტორი და Coldiretti-ს საერთაშორისო ბაზრების, ინტერნაციონალიზაციისა და ევროკავშირის პოლიტიკის დირექტორი, სტეფანო მაზინი - Coldiretti-ს გარემოს დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ფრანჩესკა ალფანო - Coldiretti-ს ინტერნაციონალიზაციისა და სურსათის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი და კარმელო ტროკოლი - მსოფლიო ფერმერთა კოალიციის დირექტორი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს