ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 7

დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის ფედერაციის (Federalimentare) პრეზიდენტს, პაოლო მასკარინოს, და იტალიური კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „Ferrero” წარმომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის ფედერაციის (Federalimentare) პრეზიდენტს, პაოლო მასკარინოს, და იტალიური კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „Ferrero” წარმომ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის ფედერაციის (Federalimentare) პრეზიდენტს, პაოლო მასკარინოს, და იტალიური კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „Ferrero” წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიას შორის აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქართული და იტალიური კომპანიების პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობები განიხილეს.

„იტალია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. დღევანდელი შეხვედრა „ფედერალიმენტარეს“ პრეზიდენტთან, პაოლო მასკარინოსთან იყო შესაძლებლობა, განგვეხილა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ გადამმუშავებელი ინდუსტრია, ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საკვები პროდუქტების გადამუშავების, შეფუთვის, ბრენდინგისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, განიხილეს იტალიური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირების, წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის პერსპექტივები.

დავით სონღულაშვილმა იტალიური კვების მრეწველობის წარმომადგენლებს კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენისა და საქართველოს კერძო სექტორთან პირდაპირი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით პრაქტიკული მექანიზმის შექმნა შესთავაზა.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის, პრიორიტეტული სექტორებისა და კომპანიების იდენტიფიცირებაზე, კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების გაცვლასა და იტალიური კვების მრეწველობის კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს