ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი: ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში

უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი: ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დეტალურად განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობები გადადგამენ, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, - ამის შესახებ განცხადება უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დეტალურად განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობები გადადგამენ, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, - ამის შესახებ განცხადება უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობ…

დეტალურად განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობები გადადგამენ, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, - ამის შესახებ განცხადება უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის შემდეგ გააკეთა.

კომისიის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განისაზღვრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

„განვსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. ივლისში შედგა უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტმა და ორ ლიდერს შორის გამართულმა დისკუსიებმა მყარი საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობასა და ჩვენი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებას. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის მოქმედებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა განახორციელებს, რათა ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ეს ერთი. ჩვენ ასევე გავუწევთ პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ერთობლივ საწარმოებსა და ინვესტიციებს, როგორც უზბეკეთიდან საქართველოში, ისე ქართულ ინვესტიციებს უზბეკეთში. უკვე გამოვყავით კონკრეტული სფეროები და კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს“, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა.

ლაზიზ კუდრატოვმა აღნიშნა, რომ დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ.

„უზბეკური კომპანიები დებენ ინვესტიციებს ფოთის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში. ასევე დაინტერესებულები ვართ, აქ გვქონდეს საწარმოო სიმძლავრეები ტექსტილის, ელექტრონიკის, ელექტროტექნიკისა და კვების პროდუქტების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ საქართველოში და საქართველოდან განვახორციელოთ ექსპორტი დასავლურ ბაზრებზე.

საქართველო ჩვენთვის ევროპულ ბაზრებზე გასასვლელი ბუნებრივი კარიბჭეა და გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და არსებული ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონცენტრირებულნი იქნებიან ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტრანსპორტის საკითხებზე.

მჯერა, ეს სისტემური მიდგომა უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ლაზიზ კუდრატოვმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას კომისიის მასპინძლობისთვის და უზბეკეთის დელეგაციისადმი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს