ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 11

სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა

სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს,

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი, ქვეყნის საგარეო პოზიციები კი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

აღინიშნა, რომ 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ 5.6%, საბაზო ინფლაციამ 3.5%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ ფასებზე ფუნდამენტური ინფლაციური ზეწოლა შედარებით ზომიერია. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება.

„ჩვენი პრიორიტეტია, არ დავუშვათ ამ შოკების ფართოდ გავრცელება შიდა ინფლაციურ პროცესებში ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების მეშვეობით. ინფლაციის შედარებით ხისტი მაჩვენებლები მთლიან ინფლაციაზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. საშუალოვადიანი პროგნოზი კვლავ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და სასაქონლო ფასებთან დაკავშირებულ რისკებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და დადებითად შეფასდა 2026 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი. რეზერვები სსფ-ის ARA მეთოდოლოგიით განსაზღვრული ადეკვატურობის მაჩვენებლის 128.7%-ს შეადგენს.

აღინიშნა, რომ რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობამ, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებამ და ფინანსური ნაკადების უწყვეტმა შემოდინებამ, ამასთან რეზერვების დაგროვების პოლიტიკა მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებისას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ‎

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს