ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 14

გია აბაშიძე: ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს

გია აბაშიძე: ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუ…

ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტის საქართველოსთან დაკავშირება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტის საქართველოსთან დაკავშირება.

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი, მოდერნიზებული რკინიგზა და ახალი სატრანსპორტო დერეფნები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფართოებს.

„ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს დიდი ინტერესი აქვს, ამ მარშრუტის განუყოფელი ნაწილი გახდეს და ცენტრალური აზია ევროპისა და სხვა ბაზრების დამაკავშირებელ რგოლად მნიშვნელოვანი როლი შეინარჩუნოს.

ამ მიზანს რკინიგზის მასშტაბური მოდერნიზაცია ემსახურება. შესაბამისი ინვესტიციების შედეგად, 2029 წლისთვის მისი წლიური გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონიდან 29 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განახლება, ვაგონების მოდერნიზაცია და მზარდი ტვირთნაკადის შეუფერხებლად გატარება.

მთავრობის სტრატეგია ნათელია: ანაკლიის პორტი, მოდერნიზებული რკინიგზა და ახალი სატრანსპორტო დერეფნები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფართოებს. საქმე მხოლოდ ტვირთის გატარებას არ ეხება - ვინც საერთაშორისო ტვირთნაკადებს იზიდავს, ის ვაჭრობიდან მიღებულ სარგებელსაც ზრდის. სწორედ ამ ადგილის განმტკიცებისთვის იბრძვის ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სატრანსპორტო რუკაზე“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს