ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 14

ლაშა აბაშიძე: ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება, ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი - ეს ჩვენი დერეფნისთვის ერთ-ერთი ისეთი პოტენციური პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთის მოცულობას დერეფანში

ლაშა აბაშიძე: ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება, ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი - ეს ჩვენი დერეფნისთვის ერთ-ერთი ისეთი პოტენციური პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთის მოცულობას დერეფანში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლ…

ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, უზბეკეთი „საქართველოს რკინიგზის“ სტრატეგიული პარტნიორია და მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის კუთხით ზრდის დადებითი დინამიკა ფიქსირდება.

„უზბეკეთი საქართველოს რკინიგზის მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს გვაქვს გაუმჯობესება, ტვირთის მოცულობა არის საკმაოდ გაზრდილი, შესაბამისად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მომავალში, ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს არის ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი.

საქართველოს დერეფნისთვის ეს იქნება საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ მოცულობა და გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შედეგად ეს სამი ქვეყანა ერთმანეთს დაუკავშირდება რკინიგზით და გადმოვა ჩვენს ქვეყანაში კასპიის ზღვის გავლით. ეს პროექტი ერთ-ერთი ისეთი პოტენციური პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთის მოცულობას ჩვენს დერეფანში“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პროექტი სავარაუდოდ 5 მილიონ ტონაზეა გათვლილი.

„ჩინური ინვესტიციაც არის საკმაოდ მოცულობითი ამ პროექტში და ეს განაპირობებს იმას, რომ ტვირთის ნაკადი ჩინეთიდან იქნება საკმაოდ მომატებული“, - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს