ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 12

ყაზახური მედია: ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გემავს

ყაზახური მედია: ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გემავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, ოქტომბერში ყაზახეთი მილსადენით 168 ათასი ტონა ნავთობის გადატანას გეგმავს. სექტემბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, ოქტომბერში ყაზახეთი მილსადენით 168 ათასი ტონა ნავთობის გადატანას გეგმავს. სექტემბ…

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოქტომბერში ყაზახეთი მილსადენით 168 ათასი ტონა ნავთობის გადატანას გეგმავს. სექტემბერში ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა 130 ათას ტონას შეადგენდა.

როგორც ყაზახური მედია იუწყება, ნავთობის ძირითადი ნაწილი, 150 ათასი ტონა თენგიზის საბადოდან წამოვა, ხოლო დანარჩენი 18 ათასი ტონა - ყაშაგანის საბადოდან.

ყაზახეთის ეროვნული ოპერატორის „ყაზტრანსოილის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე პორტ აქტაუდან მილსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 1 მილიონ 164 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც 24%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2026 წელს ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საერთო ჯამში 1,7 მილიონი ტონა ნავთობის გატარებას გეგმავს. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 მილიონ 263 ათას ტონას შეადგენდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს