ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 13

ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ორჯერ გაზარდა, რაც განპირობებულია მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით

ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ორჯერ გაზარდა, რაც განპირობებულია მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის თვის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, რაც წინა, ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,7% პროცენტული პუნქტით გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის თვის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, რაც წინა, ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,7% პროცენტული პუნქტით გ…

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის თვის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, რაც წინა, ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,7% პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, ხოლო აპრილის პროგნოზთან შედარებით 1,9% პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ IMF-ის მიერ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ორჯერ გაიზარდა, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2026 წელს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გლობალურად - ჩვენი ეკონომიკური ზრდა აჭარბებს როგორც ევროკავშირის კანდიდატი, ასევე ევროკავშირის ქვეყნების და ჩვენი სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებელს 2,8-ჯერ აღემატება. ზოგადად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ს შეადგენს და წინა პროგნოზთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელიც გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აქცენტს აკეთებს, რომ 2026-31 წლებში საქართველო, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, ასევე ლიდერი იქნება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ამასთან, 2021-26 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო - ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით მოცემულ წლებში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

„შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს - ერთი მხრივ, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მეორე მხრივ კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შევინარჩუნოთ. ეს საბოლოო ჯამში ასახულია არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თუ საკრედიტო რეიტინგის შეფასებებში და, რაც ყველაზე მთავარია, აისახება ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს