ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 14

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტ…

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფლაციურ პროცესებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წლის პირველ რვა თვეში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქვეყნის საგარეო სექტორის დივერსიფიკაციაზე, ექსპორტის ზრდასა და საფინანსო სისტემის მდგრადობაზე.

საუბარი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას ინფლაციაზე, სასაქონლო ფასებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ინფლაციური რისკის მართვისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის განმტკიცების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის საგარეო შოკების მიმართ მედეგობის საკითხები.

თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს