ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

„მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია

„მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN - European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ტურიზმის ეროვნული ადმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN - European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ტურიზმის ეროვნული ადმ…

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN - European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მზისკარი“ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“.

დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ სკიათოსზე, ECTN-ის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ECTN Awards 2026-ზე „მზისკარის“ გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.

ECTN Awards 2026-ზე წარმოდგენილი 72 განაცხადი შეფასდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპის წამყვანი ორგანიზაციების – Europa Nostra, European Travel Commission (ETC), NECSTouR, Creative Tourism Network, Europeana, ENAT, European Cyclists' Federation (ECF) და INSPIRES SMP-COSME პროექტის წარმომადგენლები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება. „მზისკარი“ აერთიანებს იმ საოჯახო სამასპინძლო ობიექტებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კულინარიულ გამოცდილებას და კვების მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფენ აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს