ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

მარნიქს ვან რეი: საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ადასტურებს

მარნიქს ვან რეი: საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ადასტურებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები, საერთაშორისო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები, საერთაშორისო…

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება, საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ადასტურებს.

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მარნიქს ვან რეიმ, ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე, ენერგომატარებლების მაღალ ფასზე, ინფლაციურ ზეწოლასა და უკრაინის ომის გავლენაზე.

„მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, მიიღოს ტექნიკური დახმარება. ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

მარნიქს ვან რეიმ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მონაწილეობას ცენტრალური ბანკების მმართველების დისკუსიაში და აღნიშნა, რომ ნათია თურნავა შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.

ტაილანდში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართეს ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან და სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს