ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრად…

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

„ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომის ორგანიზებისთვის, რომლის პარალელურადაც დაიგეგმა სავაჭრო მისიის ორგანიზება ექსპორტის ზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნიდან მსხვილი ექსპორტიორი და შემსყიდველი კომპანიები მიიღებენ.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვაჭრობის სექტორში - 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 430 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტიანი ზრდაა. ამასთან, ექსპორტი 89%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს უწყობს ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა დუბაისა და აბუ-დაბიში გამართულ აგროსამრეწველო და სხვა საერთაშორისო გამოფენებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ თბილისსა და გონიოში უძრავი ქონების სექტორში, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ლოგისტიკის სექტორში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას - კერძოდ, „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ავითარებს, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რისთვისაც მხოლოდ მიმდინარე წელს 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ვაზიანის თბილისის ახალ აეროპორტზე.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს