ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

საამიროების ვაჭრობის მინისტრი: საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება

საამიროების ვაჭრობის მინისტრი: საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (CEPA),…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (CEPA),…

არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (CEPA), – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი აღნიშნავს, მარიამ ქვრივიშვილთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

„2025 წელს ჩვენმა არასანავთობო სავაჭრო ბრუნვამ 782.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.9%-იან ზრდას წარმოადგენს და თითქმის ოთხჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. შევხვდი ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მის აღმატებულება მარიამ ქვრივიშვილს, რათა განგვეხილა, თუ როგორ ვიმუშაოთ ამ დადებითი დინამიკის შენარჩუნებაზე და გავაფართოოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება და განახლებადი ენერგეტიკა“, – წერს სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი.

მარიამ ქვრივიშვილისა და თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს