ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

თამარ იოსელიანი: საქართველო მზადაა, ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ

თამარ იოსელიანი: საქართველო მზადაა, ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა „შუა დერეფანზე“, და ეს მზარდი მოთხოვნა ადასტურებს მისი, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას, - გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა „შუა დერეფანზე“, და ეს მზარდი მოთხოვნა ადასტურებს მისი, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას, - გა…

2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა „შუა დერეფანზე“, და ეს მზარდი მოთხოვნა ადასტურებს მისი, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაზე.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სტრატეგიული ჰაბის როლს, რომელიც შუა დერეფანს შავი ზღვის აუზსა და ევროპულ ბაზრებთან აერთიანებს.

„მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა ხაზს უსვამს ამ დერეფნის პოტენციალს და ვარაუდობს, რომ კოორდინირებულმა ინვესტიციებმა და რეფორმებმა შესაძლოა დერეფნის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საშუალოდ 3,3%-ით გაზარდოს და 2040 წლისთვის დამატებით ორ მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნას. თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად ვითანამშრომლებთ. აუცილებელია ინფრასტრუქტურული ინვესტიციების კოორდინაცია, გამტარუნარიანობის შეთანხმება და ოპერაციების გაუმჯობესება მთელი დერეფნის მასშტაბით. ერთ ქვეყანაში სიმძლავრეების გაფართოებას შეზღუდული ეფექტი ექნება, თუ სხვა მონაკვეთებზე შემაფერხებელი ბარიერები შენარჩუნდება. საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ კარიბჭეს, რომელიც შუა დერეფანს შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანი უნდა გარდაიქმნას უფრო ფართო ეკონომიკურ დერეფნად, რომელიც მთელ რეგიონში ხელს შეუწყობს ვაჭრობას, მოიზიდავს ინვესტიციებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

„საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს