ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 15

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ კომისიის წევრები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ კომისიის წევრები…

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკური და ფინანსური საკითხები, სატარიფო პოლიტიკის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და სემეკის სატარიფო რეგულირების პრინციპები. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმაზე.

ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამა (ESPIRE) მსოფლიო ბანკის ინიციატივაა. პროგრამის მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადებისა და განხორციელების მხარდაჭერა. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე პარალელური ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მოწყობას საქართველოსა და რუმინეთს შორის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს