ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 14

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოად…

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, ექსპორტი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი და 6,1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 60%-ზე მეტად არის გაზრდილი და 3,7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული დადებითი დინამიკა სწორედ იმ მხარდამჭერი მექანიზმებისა და პოლიტიკის შედეგია, რასაც სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად ახორციელებს.

„საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჩვენ გაგვაჩნია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ისეთი მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც ფაქტობრივად ექსპორტს ასტიმულირებს. მათ შორის საქართველოს მთავრობას გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ასევე ექსპორტის წამახალისებელია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნეს სექტორის აქტივობის ზრდისკენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ერთი მხრივ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის სექტემბერში ექსპორტი 4.0%-ით გაიზარდა და სექტემბრის თვის რეკორდული მოცულობა 731.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის სექტემბერთან შედარებით 41.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ მოცულობას, 470.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ასევე, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა 6,153.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 60.3%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას 3,756.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს