ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 22

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი სასკოლო სტარტაპ კონკურსი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი სასკოლო სტარტაპ კონკურსი დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სტარტაპ კონკურსი Tech sPark დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლიდან ზემოთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, ასევე მას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სტარტაპ კონკურსი Tech sPark დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლიდან ზემოთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, ასევე მას…

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სტარტაპ კონკურსი Tech sPark დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლიდან ზემოთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის მონაწილე თითოეული გუნდი ერთი მასწავლებლისა და 3-5 მოსწავლისგან შედგება. მასწავლებლად, სასურველია, STEAM საგნების პედაგოგი იყოს შერჩეული. გამარჯვებულ სკოლას „წლის ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლის“ სტატუსი მიენიჭება და 5 000 ლარის ოდენობის პრიზი გადაეცემა.

კონკურსის პირველი ეტაპი ყველა სკოლისთვის ღიაა - მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. რეგისტრირებული გუნდები ოთხდღიან ონლაინ ვებინარში ჩაერთვებიან, სადაც მეწარმეობას, იდეების განვითარებასა და პრეზენტაციის უნარებს შეისწავლიან. ვებინარის დასრულების შემდეგ გუნდები საკუთარ იდეებს 2-წუთიანი ვიდეოპრეზენტაციის სახით წარადგენენ.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან ერთი გუნდი რეგიონულ ეტაპზე გადავა, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ინოვაციური მეწარმეობის პრაქტიკულ სესიებს, მენტორებთან მუშაობას, ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფებსა და სტარტაპის პროტოტიპის განვითარებას მოიცავს. კონკურსის ეს ეტაპი რეგიონებში გამართული ნახევარფინალური დემო დღეებით დასრულდება, სადაც გუნდები პროექტებს ჟიურის გააცნობენ.

ნახევარფინალების შედეგად 13 საუკეთესო გუნდი ეროვნულ ფინალში გადავა. ფინალისტები ინდივიდუალურ მენტორულ პროგრამაში ჩაერთვებიან, სადაც ინოვაციური მეწარმეობის, განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებთან ერთად პროტოტიპებს დახვეწენ და ფინალისთვის მოემზადებიან.

„სასკოლო სტარტაპ კონკურს Tech sPark-ის ეროვნული ფინალი თბილისის ტექნოპარკში გაიმართება.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაცია, ასევე კრეატიული აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარება. სასკოლო გუნდები განათლების სფეროში არსებულ რეალურ გამოწვევებზე იმუშავებენ და ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ, პრაქტიკულ გადაწყვეტებს შექმნიან.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განცხადებით, დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/ShBBpC

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს