ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 18

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა გასული წლის 3 კვარტალთან შედარებით +20.1%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა გასული წლის 3 კვარტალთან შედარებით +20.1%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარ…

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა გასული წლის 3 კვარტალთან შედარებით +20.1%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორების ვიზიტების ზრდა ფიქსირდება.

ვიზიტების რაოდენობასთან ერთად რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემოსავლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, 9 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი 665.4 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, რაც +29.1%-ით (+150.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი შემოსავალი დაფიქსირდა - 310.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც +30.2%-ით (+72 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, რამაც 224,419 ვიზიტი შეადგინა. ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.6%-ს შეადგენს.

ვიზიტორთა ზრდით გამოირჩევიან ევროპის შემდეგი ქვეყნები:

* დანია: +56.5%

* ლიეტუვა: +46.8%

* კვიპროსი: +45.2%

* სლოვაკეთი: +26.3%

* ლატვია: +25.6%

* რუმინეთი: +23.3%

* იტალია: +22.7%

* ფინეთი: +21.3%

* ირლანდია: +20.9%

* ნიდერლანდები: +20.1%

* ესტონეთი: +19.9%

* გაერთიანებული სამეფო: +18.2%

* საფრანგეთი: +18.2%

* ბულგარეთი: +17.5%

* გერმანია: +16.8%

* ბელგია: +16%

* ჩეხეთი: +15.6%

* პოლონეთი: +14%

* უნგრეთი: +12.5%

* შვედეთი: +11.1%

* ესპანეთი: +7.9%

2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.

9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს