ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 8

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, - ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. უწყების ცნობით, სამდღიანი პრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, - ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. უწყების ცნობით, სამდღიანი პრო…

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, - ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამდღიანი პროგრამა მოიცავს ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანების პრეზენტაციებს, შეხვედრებს ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემელთა ჯგუფებთან.

„ბაქოს წიგნის ბაზრობა საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ასევე, ორ ქვეყანას შორის მთარგმნელობით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც ყოველწლიურად ბაქოს ექსპო ცენტრში იმართება, ადგილობრივ და უცხოელ გამომცემლებს, მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებსა და მკითხველებს აერთიანებს.

სტენდის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, ქართველი ავტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს