ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 6

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“ გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“ გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“ გაიხსნა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება არამატერიალური კულტურული მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“ გაიხსნა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება არამატერიალური კულტურული მ…

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“ გაიხსნა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელსაც UNESCO ყოველწლიურად აღნიშნავს.

ღონისძიების გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.

„შემთხვევითი არ არის, რომ „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეების“ პირველი ღონისძიების თემა სწორედ ქსოვილის ტრადიციებია. მრავალი საუკუნის განმავლობაში ტექსტილის ტრადიციები - იქნება ეს ქსოვა, ქარგვა, თექის დამზადება თუ ბუნებრივი საღებავებით ღებვა - ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

დღეს ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ამ მდიდარი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, არამედ მისი როლის ახლებურად გააზრება თანამედროვე სამყაროში. ტექსტილი დღეს შემოქმედებითი ეკონომიკის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, სადაც ტრადიციული ცოდნა და ოსტატობა ერწყმის თანამედროვე დიზაინსა და ინოვაციებს“, - აღნიშნა ნათია შამათავამ.

„ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები“, 22-24 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ტექსტილია. კონფერენციებში ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტები მონაწილეობენ, მათ შორის, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან. გაიმართება მასტერკლასები და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.

ქართული ქსოვილის ტრადიციებსა და ისტორიასთან ერთად, აუდიტორია ქსოვილის მიმართულებით არსებულ თანამედროვე გამოცდილებასაც გაეცნობა. ამას გარდა, ღონისძიების მონაწილეებს ტრადიციული ქსოვილის რეინტერპრეტირების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ღონისძიების მონაწილე მკვლევრები და პრაქტიკოსები.

ღონისძიების მიზანი ტრადიციული ქსოვილის დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით რეწვის ოსტატთა პროფესიული უნარების გაძლიერება და თანამედროვე ბაზარზე ტექსტილის რეწვის, როგორც ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ინტეგრაციის ხელშეწყობაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს