ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 5

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, „გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“-ზე მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, „გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“-ზე მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • Factory Tbilisi-ში 20 ივნისს საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან. საგანმანათლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

Factory Tbilisi-ში 20 ივნისს საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან. საგანმანათლე…

Factory Tbilisi-ში 20 ივნისს საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან.

საგანმანათლებლო კონფერენციებთან ერთად, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა მონაწილეებს

სტოპმოუშენის ტექნიკური თავისებურებები გააცნო, ხოლო ხელოვანმა ეკატერინე გეგუჩაძემ ცივი ბატიკის, მშრალი თელვისა და ქსოვილზე ხატვის მიმართულებებით ჩაატარა მასტერკლასები.

კულტურული პროგრამის ფარგლებში, სტუმრებისთვის მონიტორებზე ხელოვან დათო მაჭავარიანის მიერ შექმნილი გრაფიკული „ვეფხისტყაოსანი“ იყო წარმოდგენილი.

„გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“ სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ კონცერტით დასრულდა. დამსწრე საზოგადოებას ანსამბლმა ქართული სიმღერისა და ცეკვის გამორჩეული ნიმუშები წარუდგინა.

„გლობალ ტექ ვიქენდი“ საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა, 2025 წლიდან კი თბილისში იმართება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს