ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 9

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - კულტურის ხიდი მსოფლიოსთან - საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ფესტივალს მეთოთხმეტედ გამართავს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - კულტურის ხიდი მსოფლიოსთან - საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ფესტივალს მეთოთხმეტედ გამართავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის 21-25 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთოთხმეტედ გამართავს. წლების განმავლობაში ფესტივალი დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და წარმოა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის 21-25 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთოთხმეტედ გამართავს. წლების განმავლობაში ფესტივალი დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და წარმოა…

2026 წლის 21-25 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთოთხმეტედ გამართავს.

წლების განმავლობაში ფესტივალი დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და წარმოადგენს ერთადერთ კულტურულ პროექტს, რომელსაც UNESCO-ს უწყვეტი პატრონაჟი აქვს მოპოვებული.

ხუთი დღის განმავლობაში ბათუმი გადაიქცევა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებების ცენტრად, რომელიც კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.

ფესტივალის იდეა აერთიანებს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს, ახალგაზრდა ტალანტებს, მრავალფეროვან ქართულ ფოლკლორს და წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას მომავალი შემოქმედებითი განვითარებისთვის.

2026 წლის ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა საფორტეპიანო და სავიოლინო მასტერკლასებს. ნორჩ მუსიკოსებს საქართველოს რეგიონებიდან შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ საშემსრულებლო უნარები და მიიღონ გამოცდილება ცნობილი მუსიკოსებისაგან.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დააფუძნა საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა და საფრანგეთის ლეგიონის ორდენოსანმა ელისო ბოლქვაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს