ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 5

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, ბაქოში, კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, ბაქოში, კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.…

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფორუმის ფარგლებში, გიულისტანის სასახლეში გამართული სპეციალური სესია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა. წლევანდელი ფორუმის სადისკუსიო თემა იყო - „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“.

საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის მესამე შეხვედრისა და „ბაქოს პროცესის“ მინისტერიალის მეექვსე შეხვედრის სპეციალურ ერთობლივ სესიაზე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე მოხსენებით წარსდგა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.

„საქართველო მდიდარი კულტურული ისტორიის და უნიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ჩვენი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღესაც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. უძველესი ეკლესია-მონასტრები, ისტორიული ძეგლები, უნიკალური ქართული ანბანი, ტრადიციული რეწვა და მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორიის მრავალფეროვნებას ასახავს. სწორედ ეს არის ინტერკულტურული დიალოგის ნამდვილი ღირებულება - შევინარჩუნოთ ის, რაც თითოეულ კულტურას უნიკალურს ხდის და ამავდროულად, ადამიანებსა და ერებს შორის ხიდები გავამყაროთ“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ნათია შამათავა.

სამდღიანი ფორუმი, რომელიც აერთიანებს კულტურის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და UNAOC, UNESCO, ICESCO და UN Tourism-თან პარტნიორობით იმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს