ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 5

ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ საქართველოს შესახებ სტატია „ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“ გამოქვეყნდა

ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ საქართველოს შესახებ სტატია „ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“ გამოქვეყნდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველო: ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communications“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველო: ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communications“…

პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველო: ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communications“ ჩართულობით მომზადდა.

სტატიის ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ლისა დენინგი, საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ასევე, ეწვივნენ კახეთისა და ქართლის ღვინის მარნებს, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.

„მრავალი თვალსაზრისით, საქართველოს ღვინის ისტორია ჯერ კიდევ იწერება. მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურის უკეთ გაგება შესაძლებელია არა მხოლოდ წარსულში მზერით, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებენ დღეს ქართველი მეღვინეები“, – წერს ლისა დენინგი.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის ღვინოს, ქართული ენდემური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას, ქარვისფერ ღვინოებს, ქართულ გასტრონომიასა და ქართული ღვინის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ონლაინ გამოცემა „Grape Collective” 2013 წელს დაარსდა და ღვინის, გასტრონომიისა და მოგზაურობის თემებზე სპეციალიზდება. გამოცემის მთავარი მიზანია მკითხველისთვის ღვინის კულტურის, მეღვინეების ისტორიების, ღვინის რეგიონების, ორგანული, ბიოდინამიკური და ოჯახური მარნების გაცნობა.

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს