ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 8

ეროვნული კინოცენტრი: ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას

ეროვნული კინოცენტრი: ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით გუნდს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს.„ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით გუნდს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს.„ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას…

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით გუნდს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას - გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს. ამ პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“. ვუსურვებთ ფილმს წარმატებულ საერთაშორისო ასპარეზს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს