ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 6

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კო…

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ კოლეჯის დირექტორისგან ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა.

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდას.

„კოლეჯის მრავალწლიანი საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად, ყველა იმ საჭიროების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რაც არსებობს. სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გასაახლებელია, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია მოსწავლეებს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიღების და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. სახელოვნებო სასწავლებლებს თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუსიკო კოლეჯის შენობაში დაგეგმილია ინტერიერისა და ფასადის აღდგენა; საკონცერტო დარბაზის განახლება; ინკლუზიური გარემოს სრული უზრუნველყოფა, რათა მუსიკალური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს